თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნისა და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, იასამნის, მიქელაძის, ონიანის, ლიუბლიანას, რონდელის, ჩაჩავასა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ლევან ასათიანისა და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწისა და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძისა და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძისა და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძისა და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.