თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და გელოვანის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანისა და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სანაპიროსა და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანისა და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელისა და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.