თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულისა (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძისა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძისა და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.