თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მირაქიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ფარსმან ქველის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბანსა და ფარსმან II ქველის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონებისა და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდეკარის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წიკლაურის, ჯანელიძისა და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გვეტაძის, გაფრინდაულისა და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ჩოლოყაშვილის მოედნის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ყიფშიძის, აბაშიძისა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიშველაძისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანისა და მეგრელიძის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, იოველ ჯებაშვილის, ნუცუბიძის, თ. ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.