თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარე უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღი II-ის დასახლების II, III, IV, V, VI ქუჩების, მშენებელთა დასახლების, ჯავახეთის II შესახვევის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ქაიროს, ჯავახეთისა და სამასი არაგველის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარე უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელისა და თავკვერის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძისა და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V, VI კვარტლების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ზარზმისა და ილორის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ხიზანიშვილისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავგულიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანისა და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.