თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის, ბასილაიას და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, გვარამაძის, დგებუაძის, ერისთავის, ინტენსიფიკაციის, ნუცუბიძის და ბერიტაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის და ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ხევის, საინგილოს და შორაპნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის, ნიშნიანიძის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, მაისურაძის, გიორგი ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, აბაშვილის და კაკლიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.