კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლება XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, იოსებ ჟორდანიას, სამღერეთის, დომენტი ჟღენტის, წერონისის, სოლომონ ყუბანეიშვილის, მერი შერვაშიძის, ჯუმბერ ბეთაშვილის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, კეხვის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ხუდადოვის, დავით იოსელიანის, გენო ადამიას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ელო ანდრონიკაშვილის, ტარას კვარაცხელიას, მაჩხაანის, თამარ და აკაკი პაპავების, ზედამზის, ახალმოწამეთას, ლაითურის, სანავარდოს და გარეჯის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას და შუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის, ნიშნიანიძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტარიელ სვანიძის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, გუდაურის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლომოურის, აბდუშელიშვილის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, კარდანახის და შემოსავლის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, გვეტაძის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირის დასახლების, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.