თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სააკაძის მოედანის, ბალანჩივაძის, არჩილ სულაკაურის, იოსებიძის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს და ხვიჩიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის და მამასახლისოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მასივის III, IIIა, V მიკრორაიონიების, თიანეთის გზატკეცილის, მამკოდის დასახლების, გაგარინის, ვირთაგვას, მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ნიკო კეცხოველის და მემედ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ბუხაიძის, ნათიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, გურამ ქუთათელაძის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, სულხანიშვილის და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, ჭირნახულის და ნამორაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და როდენის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.