კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მასივის III, V მიკრორაიონიების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ავჭალის გზატკეცილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, დავით სარაჯიშვილის და ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ილია ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, დები იშხნელების, იოსებიძის, ცაგერის, ფანჯიკიძის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ჟღენტის, აკაკი გელოვანის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები:
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის I, II, III ქუჩების, გარდაბნის სანერგე სამეურნეობის (ნაწილობრივ) და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ელიას მთის, მეველეს, ნიაბის, ბეთანიის, სომხეთის, შილდის, გოლოვნის, კვესეთის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, მიხეილ მრევლიშვილის, თამაზ მუჯირიშვილის, კიკეთის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამხედროს, განთიადის, დომინიკა ერისთავის, ჟონეთის, მარტყოფის და სათემოს ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.