თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ ასათიანის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, გოძიაშვილის, კოსტავას (ნაწილობრივ), ვაშლოვანის, ეკალაძის და კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, არჩილ ქურდიანის, თოფურიძის, ვალენტინის, ზაქარაიას, ლალიონის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის, ზაქრაძის, სანზონის, გუდამაყრის, გურამიშვილის და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, სოფელი დიდი ლილოს, სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ნიორაძის, ქურხულის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, გედევანიშვილის, რუისის, საინგილოს, ფშავის, კვალეთის, სამრეკლოს, კაიშაურის, რუისპირის, ახალუბნის, ნაქერალას, შაქრიანის, გუმბრის და ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.