კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოჭორმის, ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, პატარძეულის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიასა და ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი- გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, ვარკეთილი-3-ის IV, VI, VII, IIX და IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.