თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია.
ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, მოეწყო გარე განათების სისტემაც. აღნიშნული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა.