თბილისის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 16 ნოემბრის ღამის 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, მიცკევიჩის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, მარუშიძის, მზია ერისთავის, ამბროლაურის, ლვოვის, ლისის, გაბაშვილის, გურიელის, ქართველიშვილის, მთაწმინდელის, მიხეილ ასათიანის, მამია ალასანიას, ბერიტაშვილის, საირმის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ნუცუბიძის, კვაჭაძის, ფერცულიანის, ცხინვალის, საბურთალოს, ყუშიტაშვილის, ცაგარელის, ტირიფების, ცინცაძის, ოთარ ჭილაძის, გოძიაშვილის, თუთის, გურამ ფანჯიკიძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, დავით ართმელიძის, კანდელაკის, გამრეკელის, მიხეილ თამარაშვილის, გამყრელიძის, შმიდტისა და ანტონოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებზე.
16 ნოემბრის დილის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პეკინის გამზირზე, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელისა და თოფურიძის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 დასახლების III და IIIა მიკრორაიონებში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონშიც.
ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ცოტნე დადიანის, ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძისა და ჩოხატაურის ქუჩებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.