თბილისის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

​გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ხერგიანისა და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე.

სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონში, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში, პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ კრწანისის, გორგასლის, ჩხეიძის, თელეთისა და გარდაბნის ქუჩებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, კალანდაძის, მელქაძის, ბერძნის, მარტვილისა და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩებზეც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.