თბილისის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, იყალთოს მთის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გაგარინის, იოსებიძის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, ცაგერის, იყალთოს, კუტუზოვის, გამრეკელის, ბახტრიონისა (ნაწილობრივ) და ცინცაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმისა და მეფე მირიანის ქუჩის აბონენტებსაც.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წერეთლის გამზირს, თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ), გუდაუთისა და სამტრედიის ქუჩებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება თევდორე მღვდლისა (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, მოლოკოვის, კოკინაკის, ჯავის, ანაპის 414 დივიზიისა და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ზღვისუბნის დასახლების IV კვარტალში, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონში, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, კავთისხევის, დეპოს, კოხრეიძის, შატილის, ურეკის, ჩხიკვაძის, საყვირის, მრევლიშვილის, წმინდა მელქისედეკ I-ისა და სვანეთის ქუჩებზე.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, ახვლედიანის, ეკალაძის, კოსტავას, კობახიძისა და ვაშლოვანის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.