თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული.

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.