თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]
„თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
თბილისის პრესსამსახურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
„ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.