თბილისის მეტროში განთავსებულ მონიტორზე ისრაელის დროშა გამოჩნდა [ვიდეო]

თბილისის მეტროში განთავსებულ სარეკლამო მონიტორზე, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის დროშა გამოჩნდა.

7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. დაშავებულია 2 506 ადამიანი.

ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.