თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზი ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. მათივე ცნობით, გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო შეზღუდული.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია და მეტრო მოქალქეებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.