თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. როგორც ვარკეთილის მეტროსადგურში მყოფი მგზავრები აცხადებენ, მათ ჯერ მეტროსადგურში არ უშვებდნენ, შემდეგ კი მატარებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ გამოჩნდა და მოსაცდელში მგზავრთა დიდი ნაკადი დაგროვდა.
საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროსადგურ „ავლაბარში“ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მოძრაობა დაახლოებით 10 წუთით შეფერხდა, სანამ ახალი შემადგენლობა დაემატებოდა.
მათივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.