თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა.
როგორც თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შეფერხება დაახლოებით 09:20 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მოძრაობა 09:40 წუთზე აღდგა.
მათივე ინფორმაციით, შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.