სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ხუნწარია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, გათავისუფლების ბრძანებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.
„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შემდგომ საქმიანობაში მას წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.