თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს სანდრო ტოგონიძე უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს სანდრო ტოგონიძე უხელმძღვანელებს. ტოგონიძე აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაასახელა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს და აღნიშნა, რომ ის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ჩარჩო გეგმების მიმართულებით იმუშავებს, ასევე, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების კონცეფციის შემუშავებას ჩაუდგება სათავეში.
რუსუდან მირზიკაშვილმის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გუშინ საღამოს გაავრცელა. მირზიკაშვილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. აღნიშნული სამსახური მერიაში სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა.