პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან მირზიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. თავად მირზიკაშვილმა პირველ არხთან სატელეფონო საუბარში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არც თბილისის მერიაში გააკეთეს.

რუსუდან მირზიკაშვილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. აღნიშნული სამსახური მერიაში სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა.

მანამდე ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება იყო. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროექტების მართვა.