თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების წამლობა ჩაატარა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წამლობა უკვე ჩაუტარდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, გოძიაშვილის სახელობის ბაღში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე არსებულ ხე-მცენარეებს. სულ შეიწამლა 95,5 ჰექტარზე, 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.
გარდა ამისა, 10 ივლისამდე განხორციელდება ხე-მცენარეების წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გოძიაშვილის სახელობის ბაღში, მზიურის პარკში, ვაკის პარკში, ბოტანიკური ბაღში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში და 9 აპრილის ბაღში. აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება განაპირობა თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევამ, რომლის შედეგადაც ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ.