თბილისის მერიასთან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ალმასიანის ქუჩაზე წლების წინ დაიწყო 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაასრულა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ინვესტორის ხელახლა მოძიების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობისგან მშენებლობის ნებართვა ვეღარ მიიღეს.
აქციის მონაწილეები არქიტექტურის საქალაქო სამსახურს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ, ამასთან აცხადებენ, რომ მათ თანხა აქვთ გადახდილი და დაზარალებულები არიან.
თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კარავიც გაშალეს.