თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

12:47, 31.07.2019

თბილისის მერიასთან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ალმასიანის ქუჩაზე წლების წინ დაიწყო 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაასრულა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ინვესტორის ხელახლა მოძიების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობისგან  მშენებლობის ნებართვა ვეღარ მიიღეს.

​აქციის მონაწილეები  არქიტექტურის საქალაქო სამსახურს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ, ამასთან აცხადებენ, რომ მათ თანხა აქვთ გადახდილი და დაზარალებულები არიან.

​თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კარავიც გაშალეს.

 

მსგავსი