თბილისის მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილეს.

„ბლექ სი გრუპის“ დირექტორის, ამირან მამუჭაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს.

„ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის გამზირზე, სტანისლავსკიდან ერისთავის ქუჩის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არაერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა ფასთა კვლევის მიზნით, მიგვიღია მონაწილეობა როგორც მერიის მხრიდან გამოკითხვაში, ისე სხვა დამკვეთებისგანაც. ამ გამოკითხვის დროს შეირჩა ჩვენი კომპანია. ამჟამად არ გვქონდა მიმდინარე პროექტები. პირადად ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელებ ამ პროექტს. დარწმუნებულები ვართ, დამკვეთს, ყველა სტანდარტის დაცვით, სამუშაოებს შესაბამის დროში ჩავაბარებთ“, – განაცხადა ამირან მამუჭაძემ.