თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები კოჯრის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. მძღოლებს აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილება შეუძლიათ ორთაჭალიდან, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით.