ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისში, ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით“, – აცხადებენ მერიაში.