ქალაქ თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, „ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.