თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა

21:28, 09.11.2018

ქალაქ თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, „ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი