თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქში ქვისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. სამუშაოები დღეს დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან, ასევე ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე.
მერის განმარტებით, ტერიტორიაზე არსებული კლდეები პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ამიტომ დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის უჟანგავი ბადეები და დეტალები დაიფარა სპეციალური საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.
სამონტაჟო სამუშაოები შპს „მანგიმ” აწარმოა და მასზე ბიუჯეტიდან დაახლოებით, 855 ათასი ლარი დაიხარჯა.