თბილისის მერია - მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან
მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
„თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.
სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის მერიამ ამ საკითხზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, რაც უკანონო ქმედებაა, პლაკატებს ჩამოხსნის „თბილსერვის ჯგუფი“.