თბილისის მერია – ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, რაც უკანონო ქმედებაა, პლაკატებს ჩამოხსნის „თბილსერვის ჯგუფი“

14:53, 24.07.2021

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

„აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი