თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენას გეგმავს
თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს.
სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.
გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.
ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.