თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენას გეგმავს
თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენას გეგმავს

თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.

გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.

ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.