თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ოპონენტების განცხადება, რომ 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან მერია და გამგეობები ტენდერებს აუქციონის გარეშე ატარებენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მერია ტენდერებს აცხადებს NAT (ელექტრონული ტენდერები აუქციონის გარეშე) სისტემით და პრეტენდენტებმა წინასწარ არ იციან, მათი კონკურენტების რაოდენობის და მათივე დაფიქსირებული ფასების შესახებ.
„ეს ტენდერები არის სრულიად გამჭვირვალე. ყველა ტენდერი არის მერიის მიერ გამოცხადებული ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით. ასევე მინიმუმადე არის დაყვანილი ერთმანეთს შორის გარიგების რისკი. ეს არის შესყიდვების კანონმდებლობაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილება”, – განაცხადა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს.