„ევროპული საქართველო“ – თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს

12:02, 09.02.2018

ფრაქცია “ევროპული საქართველო” სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

მათი განმარტებით, თბილისის მერია და გამგეობები ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავენ.

„თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუბრუნდა 90-იანი წლების მავნე პრაქტიკას, როცა შემოდიოდა დალუქული კონვერტები, რაც იძლეოდა მანიპულაციის საშუალებას. ორი თვის განმავლობაში მერიის სტრუქტურის მიერ  გამოცხადდა 380-ზე მეტი  ტენდერი აუქციონის გარეშე, დაახლოებით 200 მილიონი ლარის ოდენობით. აქედან სახელმწიფომ იზარალა თითქმის 20 მლნ ლარი. ეს არის მთავარი ხარვეზი, რომ ტენდერები ტარდება აუქციონის გარეშე”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მსგავსი