თბილისის მერი, კახა კალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება.
შეხვედრა თბილისის მერიაში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერს არ ისაუბრა იმაზე, თუ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს თბილისის მერია.
მერიაში შეხვედრა მემანქანეების მოთხოვნით მიმდინარეობს.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.