უჩა ლობჟანიძე თბილისის ”ლოკომოტივში” ითამაშებს. 31 წლის მცველმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა.
ინფორმაციას”ლოკომოტივის” პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ”ლოკომოტივამდე” ”სამტრედიაში” თამაშობდა, სადაც წელს ჩაირიცხა, მაგრამ მალევე გუნდი დატოვა.
2017 წელი უჩამ ყაზახურ ”ატირაუში” გაატარა, მანამდე კი ”დინამო თბილისში”, ”ზესტაფონსა” და კიდევ რამდენიმე კლუბში გამოდიოდა – ”ომონიაში”, ”დნიპროში”, ”კრივბასში” და ბათუმის ”დინამოში”.