თბილისის „ლოკომოტივმა“ ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაამარცხა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურში, ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილებმა საჩხერის „ჩიხურასაც“ სძლიეს.
ივანწმინდაში გამართული მატჩი საჩხერელთა უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს: საჩხერელთა თავდამსხმელმა ირაკლი ბუღრიძემ მე-4 წუთზე თავის ყოფილ გუნდს ეფექტური გოლი გაუტანა – 1:0. 36-ე წუთზე, მცველებს თემურ შონია გაექცა, „ჩიხურას“ კარი აიღო და წონასწორობა აღადგინა 1:1.
მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. სტუმრები 59-ე წუთზე დავით უბილავამ დააწინაურა, ხოლო 90+4-ე წუთზე დავით ჯიქიამ საჩხერელთა კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ლოკომოტივმა“ გასვლაზე 3:1 მოიგო.
თბილისური გუნდი პირველ წრეში აუტსაიდერი იყო. თუმცა, ლიდერებთან – „საბურთალოსთან“, თბილისის „დინამოსთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ დღევანდელი მოგების შემდეგ სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-7 ადგილზე დაწინაურდა.