თბილისის “ლოკომოტივი” 2018 წელს ექვსი მოთამაშის გარეშე ითამაშებს, რომელთაგანაც ოთხი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.
კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, მოქმედი კონტრაქტები დააუმთავრდათ გიორგი რეხვიაშვილს, მამუკა კობახიძეს, ზურაბ მენთეშაშვილს, გეგა დიასამიძეს და ნოდარ ქავთარაძეს. მათ გარდა, ,,საბურთალოდან” დამატებულ მეკარე ბექა ქურდაძეს იჯარის ვადა ამოეწურა და თავის კლუბში დაბრუნდა.
ბოლო ცნობებით, რეხვიაშვილი ”რუსთავში” ითამაშებს, დიასამიძე ”საბურთალოში” გადავიდა, ქავთარაძე – გორის ,,დილაში”, მენთეშაშვილის ამბავი კი გაურკვეველია. ჯერ უცნობია კობახიძის ახალი გუნდიც, მაგრამ შესაძლოა, ისიც რეხვიაშვილთან ”რუსთავში” წავიდეს.