თბილისის კინოფესტივალი საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმებს აცხადებს
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმებს აცხადებს.
წლევანდელ პროგრამაში 10 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალი მაყურებელს ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს წარუდგენს.
“ბრაზილიელები” (“Brazilians”, უნგრეთი, 2017) – რეჟისორი გაბორ როჰონი
“წყეული ზაფხული” (“Damned Summer”, პორტუგალია, 2017) – რეჟისორი პედრო კაბალეირა
“შემლოცველი” (“The Charmer”, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017) – რეჟისორი მილად ალამი
“დაცემა” (“Falling”, უკრაინა, 2017) – რეჟისორი მარინა სტეპანსკა
“ყურე” (“The Gulf”, თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, 2017) – რეჟისორი ემრე იეკსანი
“ყორნები” (“Ravens”, შვედეთი, 2017) – რეჟისორი იენს ასური
“ხარაჩოები” (“Scaffolding”, ისრაელი, პოლონეთი, 2017) – რეჟისორი მათან იაირი
„საშიში დედა” („Scary Mother”, საქართველო, ესტონეთი, 2017) – რეჟისორი ანა ურუშაძე
“სთარ ბოიზ” (“Star Boys”, ფინეთი, შვედეთი, 2017) – რეჟისორი ვისა კოისკო-კანტილა
“ზაფხული 1993” (“Summer 1993”, ესპანეთი, 2017)- რეჟისორი კარლა სიმონი
გამარჯვებულ ფილმებს მოწვეული ჟიური ორ პრიზს გადასცემს: “ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმისთვის) და “ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურისთვის).
თბილისის საერთშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს ჩატარდება.