თბილისის კინოფესტივალი საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმებს აცხადებს 

17:27, 20.11.2017

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმებს აცხადებს.

წლევანდელ პროგრამაში 10 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალი მაყურებელს ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს წარუდგენს.

“ბრაზილიელები” (“Brazilians”, უნგრეთი, 2017) – რეჟისორი გაბორ როჰონი
“წყეული ზაფხული” (“Damned Summer”, პორტუგალია, 2017) – რეჟისორი პედრო კაბალეირა
“შემლოცველი” (“The Charmer”, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017) – რეჟისორი მილად ალამი
“დაცემა” (“Falling”, უკრაინა, 2017) – რეჟისორი მარინა სტეპანსკა
“ყურე” (“The Gulf”, თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, 2017) – რეჟისორი ემრე იეკსანი
“ყორნები” (“Ravens”, შვედეთი, 2017) – რეჟისორი იენს ასური
“ხარაჩოები” (“Scaffolding”, ისრაელი, პოლონეთი, 2017) – რეჟისორი მათან იაირი
„საშიში დედა” („Scary Mother”, საქართველო, ესტონეთი, 2017) – რეჟისორი ანა ურუშაძე
სთარ ბოიზ” (“Star Boys”, ფინეთი, შვედეთი, 2017) – რეჟისორი ვისა კოისკო-კანტილა
“ზაფხული 1993” (“Summer 1993”, ესპანეთი, 2017)- რეჟისორი კარლა სიმონი

გამარჯვებულ ფილმებს მოწვეული ჟიური ორ პრიზს გადასცემს: “ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმისთვის) და “ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურისთვის).

თბილისის საერთშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს ჩატარდება.

მსგავსი