ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სამგორის რაიონში, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის და ესენინის ქუჩებზე.
100:00-დან 17:00 საათამდე – კახეთის გზატკეცილის (ნაწლობრივ) და ქიზიყის ქუჩაზე.
14:00-დან 15:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეიზღუდება ვარკეთილის მასივისა და ვარკეთილის დასახლების (ნაწილობრივ) აბონენტებისთვის.
გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონსა და მუხიანის IVბ მიკორაიონში.
11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას.
11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება კრწანისის რაიონს, კერძოდ, დიდი ხეივნის ქუჩას (ნაწილობრივ) .
ელექტრომომარაგება 11:00-დან 14:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც ბურძგლას ქუჩის აბონენტებისთვის.
რაც შეეხება ვაკის რაიონს, აბაშიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 14:00-დან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.