თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის და ლომთათიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებზე.

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდებათ.

დიდგორის რაიონში, დაბა შინდისში დენი 11 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 12 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), უზნაძის (ნაწილობრივ), კოლხეთის და რომის ქუჩებზე. 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებსაც. 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.