გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ, იყალთოს მთის, ბახტრიონის, ფანასკეტრელ-ციციშვილის, ტეხურის, ბზვანელის, ნატახტარის, ანდღულაძის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის და ტუსკიას ქუჩებს.
ასევე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, თოფურიძის, გელოვანის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელეწტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, შენგელაიას, ვეკუას, სანზონის, ზიგზაგის, ბოგვის, გვაზაურის, ჟინვალის და ლიახვის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მექანიზაციისა და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებსაც.
ვაკის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შატბერაშვილის ხევის, ჟვანიას და შენგელიას ქუჩებს.
ისნის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქი 202, ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსის, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის, ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, მიქელაძის, არმაზის, კაიშაურის, შირაქის და შილდის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს. ასევე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება თვალჭრელიძის ქუჩაზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.