თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მისივე თქმით, პაციენტს სრულყოფილი გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება.

ეზუგბაია ამბობს, რომ ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

„ახალი პაციენტი გუშინ გვიან შემოვიდა ჩვენთან ცენტრში. პირველადი ანალიზებით, ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, დღეს გაუკეთდება სრული კვლევები და შევაფასებთ მის მდგომარეობას. რისკჯგუფში არ შედის. ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში სულ ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელებულია, ორი კი გარდაცვლილი.