თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს სამი პაციენტი, რომელთაც მძიმე პნევმონია აქვთ.

„უცვლელი მდგომარეობაა ჩვენთან. ახალი პაციენტები გუშინ არ ყოფილა. გუშინწინ შემოსულების მდგომარეობა საშუალო, საშუალოზე მძიმეა, ჯერ პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ დაგვრჩება, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. დანარჩენების მდგომარეობა უცვლელია. ასევე მკურნალობს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება როგორც განსაკუთრებული მძიმე. მძიმე პნევმონიის მკურნალობას და მართვას ემორჩილება სიტუაცია, სტაბილურია და ვნახოთ, ალბათ რამდენიმე დღეში ისინიც გადაინაცვლებენ ასე, თავისი მდგომარეობით საშუალო სიმძიმის პაციენტებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.